ექსკლუზივი:ცეცაძის შემცვლელი ცნობილია

🔴 LIVE “ჩერნომორეცი” 🆚 “ლვივი” – ქართველები ძირითადიდან იწყებენ!
ოქტომბერი 23, 2021 16:14
ბასილაშვილის მეტოქე ვენის ATP ტურნირზე ცნობილია
ოქტომბერი 23, 2021 17:58

საფეხბურთო კლუბი  “სამტრედია” გიორგი ცეცაძემ დატოვა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.  Qomagebi.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით,დარჩენილ  ტურებში იმერულ კლუბს ლერი მიგინეიშვილი უხელმძღვანელებს.

სამტრედიელი ქომაგი მიგინეიშვილს კარგად იცნობს. იგი, “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოსტს 2012/13 წლებში იკავებსა შემდეგ კი, ამავე გუნდში უჩა სოსიაშვილის და გელა სანაიას ასისტენტად მუშაობდა.  მიგინეიშვილს “სამტრდიას” ყველა ასაკობრივ გუნდში აქვს ნამუშავარი.

30 ტურის შემდეგ, “სამტრედია” 17 ქულით ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს იმერლები ხვალ, “ეროსი მანჯგალაძაზე” ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

Share