ოქრიაშვილი სიმბოლურშია, გოლი ტურის საუკეთესოდ აღიარეს

24 ოქტომბერი | ლეგიონერთა განრიგი
ოქტომბერი 23, 2021 18:36
დღის მთავარი მატჩები ევროპულ სტადიონებზე
ოქტომბერი 24, 2021 07:05

ამ კვირის დასაწყისში კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩები ჩატარდა, მათ შორის ქვილითაიას, ოქრიაშვილისა და დაუშვილის “აპოელმა” სახლში მიიღო “ეთნიკოს ახნასი” და 2-1 დაამარცხა. “აპოელს” არც თუ ისე კარგი დღე უდგას და 6 ტურში ექვსი ქულით ცხრილში მეათე ადგილს იკავებს, თუმცა უკანასკნელ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა შესანიშნავი პერფორმანსი ჩაატარა,  გაიტანა გოლი და გუნდის გამარჯვებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ეს ფაქტი არ გამორჩენიათ ადგილობრივ სპორტულ ჟურნალებს და Instat ინდექსის მიხედვით თორნიკე ოქრიაშვილი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა “აპოელიდან”, რომელიც ამ ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ასევე აღსაღნიშნავია, რომ ქართველი შემტევის გატანილმა გოლმა “სტოიქსიმენის” მეექვსე ტურის საუკეთესო გოლის ჯილდოც მიიღო. გამოკითხულთა 51%მა სწორედ ოქრიაშვილის გოლი ამჯობინა ყველას.

Share