ბექა ბურჯანაძის 13 ქულა ობრადორიოსთან

ჩემპიონთა ლიგიდან ეროვნული ლიგის მატჩზე – თბილისურ დერბის რუმინელები განსჯიან
ოქტომბერი 24, 2021 09:17
🔴 LIVE “უფა” 🆚 “რუბინი” – კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია
ოქტომბერი 24, 2021 10:13

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა. ბექა ბურჯანაძის „ბეტისმა“ „ობრადარიოს“ უმასპინძლა და თანაბარ ბრძოლაში 76:87 დამარცხდა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთ სკამიდან ჩაერთო და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. მან 22 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. სროლის სიზუსტე არ დაეწუნებოდა – 6-დან 4 ორქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტით ის მხოლოდ ევანსს (27) ჩამორჩა. ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 იყო.

„ბეტისს“ შვიდ ტურში ერთი მოგება აქვს. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს „ვალენსიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ვერ გაიმარჯვა გიორგი შერმადინის გარეშე მოთამაშე „ტენერიფემ“ – საშინაო არენაზე „ხუვეტუდთან“ 72:79 დათმო

შერმადინი წელის ტრავმას მკურნალობს. როგორც თავად თქვა, რეაბილიტაცია გეგმიურად მიმდინარეობს და მოედანს მალე დაუბრუნდება.

gbf.ge

Share