▶️ VIDEO რატომ გაუქმდა კვარაცხელიას გოლი უფასთან? – რუსული მედია

VIDEO რეკიშმა თელავს ეფექტური გოლი გაუტანა
ოქტომბერი 24, 2021 15:39
ბასილაშვილი V კარენო – ბუსტა || პრევიუ
ოქტომბერი 25, 2021 08:44

დღეს, 24 ოქტომბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა “უფას” და “რუბინს” შორის, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა.

რუბინის ერთადერთი გოლი კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა, რის შემდეგაც ჟურავლევმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა, თუმცა ხვიჩამ მეტოქის კარის აღება ამ მომენტამდეც მოახერხა.

შეხვედრის 34-ე წუთზე კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლიც გაუქმდა. რატომ გაუქმდა ვერც ჩვენ გავიგეთ და ვერც – რუსულმა მედიამ.

ყაზანელთა შეტევის დროს თამაშგარე მდგომარეობა ანდრეს დრაიერზე დაფიქსირდა: მას ბურთი უფას მეკარისგან მიუვიდა, რომელმაც მანამდე რუბინელთა დარტყმული მოიგერია. სწორედ დრაიერმა გაუკეთა საგოლე გადაცემა ხვიჩას.

მომენტი VAR-ზე გადამოწმდა – ვიდეოარბიტრებმა მთავარ მსაჯს აცნობეს, რომ გოლის დროს რუბინის ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა რეპორტაჟის მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი რაკურსით ნაჩვენებმა ეპიზოდმა ამაში ვერ დაგვარწმუნდა. პირიქით, რუსული “სპორტექსპრესი” წერს, რომ ამ რაკურსითაც ჩანს, რომ დრაიერი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.

ფაქტია, კვარაცხელიას არჩათვლილი გოლი რუსეთში განხილვის თემად იქცა.

Share