ჩემპიონთა ლიგიდან ეროვნული ლიგის მატჩზე – თბილისურ დერბის რუმინელები განსჯიან

დღის მთავარი მატჩები ევროპულ სტადიონებზე
ოქტომბერი 24, 2021 07:05
ბექა ბურჯანაძის 13 ქულა ობრადორიოსთან
ოქტომბერი 24, 2021 09:24

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალურ მატჩს თბილისის “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოს” შორის რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

თბილისური დერბის მთავარი არბიტრი მარსელ ბარსანი იქნება. მას თანამემამულეები, ვ. ავრაამი და მ. ბადია დაეხმარებიან.

ბარსანი ერთ-ერთი გამორჩეული რუმინელი არბიტრია. აქტიურად მსაჯობს როგორც რუმინეთის ჩემპიონატის, ასევე საერთაშორისო მატჩებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელზეც რუმინელმა მსაჯმა იმუშავა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყო ლისაბონის “ბენფიკასა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის, სადაც ბარსანი მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული ტურის ცენტრალურ მატჩზე ბათუმში, ორი დინამოს მატჩზე თურქმა მსაჯებმა იმუშავეს.

Share