ბარსელონას აკადემია, ვალენსია და სხვები- საბურთალო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

🔴 LIVE “უფა” 🆚 “რუბინი” – კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაშია
ოქტომბერი 24, 2021 10:13
▶️ VIDEO | VAR-მა კვარაცხელიას გოლი გააუქმა
ოქტომბერი 24, 2021 11:57

26-31 ოქტომბერს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელსაც “ბენდელას” სტადიონი უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილეობას 2008 წელს დაბადებულები მიიღებენ.

“კოკა-კოლას” თასის გათამაშებაზე ითამაშებენ ისეთი გუნდები, როგორებიცაა: ესპანეთის “ვალენსია”, ემირატებიდან “ბარსელონას” აკადემია, დონეცკის “შახტარი”, თურქეთის “ტრაბზონსფორი, ტაშკენტის “ბუნიდკორი”, ყაზახეთის “აქტაუ” და “საბურთალოს” ორი გუნდი.

მატჩები გაიმართება “ბენდელას” განახლებულ მოედანზე, ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საბურთალოს Youtube-არხი შემოგთავაზებთ.

საერთაშორისო ტურნირი “ვალენსიასა” და “შახტარის” მატჩით დაიწყება.პირველი სათამაშო დღის კალენდარი:

11:00 – ვალენსია : შახტარი
12:30 – ტრაბზონსფორი : კასპი (აქტაუ)
16:00 – ბუნიდკორი : საბურთალო-2
17:30 – ბარსელონა : საბურთალო-1

წყარო – fcsaburtalo.ge

Share