VIDEO საოცარი ქურდაძე და გოლი 90-ე წუთზე – სენსაცია სამტრედიაში

VIDEO ბექა ქურდაძემ მორიგი პენალტი მოიგერია
ოქტომბერი 24, 2021 12:12
▶️ VIDEO/მომენტები – კვარაცხელია 🆚 უფა 🔥
ოქტომბერი 24, 2021 13:41

ლერი მეგენეიშვილის შთამბეჭდავი დებიუტი “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 10-კაციანმა “სამტრედიამ” ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების ბოლო იმედი შეინარჩუნა.

მატჩის პირველი ნახევარი არცთუ სანახაობრივი გამოვიდა. ბათუმელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. ორ ეპიზოდში კი, “სამტრედია” ბექა ქურდაძემ გადაარჩინა.

ტაიმის მიწურულს, “სამტრედია” მოედანზე 10 კაცით დარჩა. მსაჯმა უხეში თამაშისთვის გიორგი ახალაძე გააძევა. მეორე ტაიმში ბათუმის “დინამოს” გატანის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ფანცულაიას პენალტი ბექა ქურდაძემ მოიგერია.

ბათუმელები წინ დიდი ძალებით წავიდნენ, 90-ე წუთზე კი ანატოლი მესიაჩენკომ თავის გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

Share