▶️ VIDEO 17-წლამდელებმა მასპინძელ უნგრეთს მოუგეს და ჯგუფში გალიდერდნენ

VIDEO ალექსანდრე ნარიმანიძემ უნგრეთის 17-წლამდელთა ნაკრებს გაუტანა
ოქტომბერი 25, 2021 16:53
22 ქულა და 9 მოხსნა, ფევაძის დამაჯერებელი თამაში ესპანეთში
ოქტომბერი 25, 2021 17:56

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩის მიწურულ გატანილი გოლით 1:0 მოიგო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა – ლუკა პარკაძის სტანდარტულს ალექსანდრე ნარიმანიძე გამოეხმაურა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ესტონეთის ნაკრებმა ისლანდია 2:1 დაამარცხა.

ბოლო, გადამწყვეტი ტურის წინ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 4 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა. გეტყვით, რომ ბოლო ტურში ჩვენი ნაკრები 28 ოქტომბერს ესტონეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

Share