“ვულოცავ გუნდს, მათ მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს” – ანდრეი დემჩენკო

LIVE ვენის ATP – ნიკოლოზ ბასილაშვილი V პაბლო კარენო ბუსტა
ოქტომბერი 25, 2021 11:36
გამთენიისას NBA-ში ქართული დერბია
ოქტომბერი 25, 2021 12:18

ეროვნული ლიგის 31 -ე ტურში დილამ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა, მატჩის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი შიდაქართლული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გააკეთა და მატჩი შეაფასა.

დღეს რთული თამაში მოვიგეთ, ძლიერ მოწინააღმდეგესთან, რომელმაც ბრძოლა გაგვიმართა. დაცვაში დისციპლინირებულად თამაშობდნენ და კარგად გადმოდიოდნენ კონტრშეტევებზე. მოველოდით კიდეც ამას. უნდა აღინიშნოს, რომ ლოკომოტივთან დიდი ძალები დაიხარჯა და ამიტომაც პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ. გამოჩნდა რომ ძირითადის ფეხბურთელები, რომლებიც ცენტრში თამაშობდნენ დაიღალნენ. მიუხედავად ამისა, ვულოცავ გუნდს, მათ  გამოავლინეს მებრძოლი ხასიათი. კარგად შემოვიდნენ სათადარიგო ფეხბურთელები, გააძლიერეს შეტევა და ორო გოლის გატანა მოვახერხეთ. კიდევ ერთხელ, თამაში რთული იყო და ვულოცავ გუნდს, მართლაც რომ მებრძოლი ხასიათი და გამძლეობა გამოავლინა თითეულმა მათგანმა  და ვისაც არ აქვს გამძლეობა ის ფეხბურთში ვერ მიაღწევს წარმატებას.” – განაცხადა ანდრეიმ მატჩის შემდეგ.

 

წყარო: FCDILA.GE

Share