ბასილაშვილი 1/8 ფინალშია – კარენო ბუსტა დამარცხებულია

LIVE უნგრეთი – საქართველო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი U17
ოქტომბერი 25, 2021 14:47
დადასტურდა – ლიპარტელიანმა კარიერა განაახლა
ოქტომბერი 25, 2021 16:44

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე ATP-ის 500 ქულიან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი, რეიტინგის მე-18 ნომერი პაბლო კარენო ბუსტა სამ სეტში ( 7:5  4:6 6:3 ) დაამარცხა.

ვენის ტურნირის 1/8 ფინალში ბასილაშვილის პოტენციური მეტოქე, იტალიელი მატეო ბერეტინია, რომელიც კვალიფიკანტთან გაარკვევს 1/8 ფინალის საგზურს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ რეიტინგში 39-დან 25-ე ადგილზე გადაინაცვლა.

Share