ბასილაშვილი V კარენო – ბუსტა || პრევიუ

▶️ VIDEO რატომ გაუქმდა კვარაცხელიას გოლი უფასთან? – რუსული მედია
ოქტომბერი 24, 2021 19:48
გიორგი გველესიანი ირანში წარმატებულ თამაშს განაგრძობს
ოქტომბერი 25, 2021 09:55

x-default

გრძელდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP-ის ტურნირი, დღეს კი საქმეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება.

ვენის ATP ტურნირი 500 ქულიანთა კატეგორიაში გადის და ერთ-ერთი გამორჩეულია ტურში.

რაც შეეხება ბასილაშვილს, ქართველი 1/16 ფინალიდან ჩაერთვება საქმეში, ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებული თამაშისა და ფინალში გასვლის შემდეგ ქართველი ახლა უკვე ვენაში შეეცდება იგივეს, სადაც მისი პირველი მეტოქე პაბლო კარენო ბუსტა იქნება.

განსხვავებით  ბასილაშვილისგან ინდიან უელსის მასტერსი არ გამოდგა წარმატებული კარენო ბუსტასთვის, ესპანელი ჩოგბურთელი მალევე, მეორე წრეში დამარცხდა და ვენის ტურნირს უფრო დასვენებული, მომზადებული და კონცენტრირებული ხვდება.

ბასილაშვილის და პაბლო კარენო ბუსტას გზები აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2018 წელს ჰამბურგის ასევე 500 ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში გადაიყარა.

მაშინ ბასილაშვილმა ესპანელი ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა და საბოლოო ჯამში როგორც გახსოვთ ჰამბურგის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა და კარიერაში პირველად 500 ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილი V კარენო ბუსტა 16:00 ზეა ჩანიშნული და მისი ხილვა სილკ სპორტის არხების ეთერში შეგეძლებათ.

Share