22 ქულა და 9 მოხსნა, ფევაძის დამაჯერებელი თამაში ესპანეთში

▶️ VIDEO 17-წლამდელებმა მასპინძელ უნგრეთს მოუგეს და ჯგუფში გალიდერდნენ
ოქტომბერი 25, 2021 17:17
ეროვნული ლიგა: 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით
ოქტომბერი 25, 2021 19:33

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ფევაძემ ესპანეთში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულების გუნდ “გრან კანარიაში” გადავიდა, 23 წლის ქართველმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის რანგით მესამე LEB Silver -ში კანარელები “ვალენსიას“ ესტუმრნენ და 87:83 გაიმარჯვეს.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 38 წუთი გაატარა და 22 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ფევაძემ 10-დან 7 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა და მის წინააღმდეგაც 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ლებ სილვერის აღმოსავლეთ კონფერენციაში გრან კანარია II (1 მოგება, 2 მარცხი) მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 30 ოქტომბერს, შინ, რეალ კანოესთან ჩაატარებს.

gbf.ge

Share