გიორგი გველესიანი ირანში წარმატებულ თამაშს განაგრძობს

ბასილაშვილი V კარენო – ბუსტა || პრევიუ
ოქტომბერი 25, 2021 08:44
LIVE ვენის ATP – ნიკოლოზ ბასილაშვილი V პაბლო კარენო ბუსტა
ოქტომბერი 25, 2021 11:36

 საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი თუ მოიძებნება, ვინც ირანის ჩემპიონატს თვალს ადევნებს, თუმცა, ფაქტია, ირანული ფეხბურთი პროგრესირებს, თანაც სწრაფი ტემპით და დიდი ხანია  ჩვენ ფეხბურთს გაასწრო. სანაკრებო დონეზე ბევრს არ ვისაუბრებთ, იმდენად ცხადი და თვალშისაცემია სხვაობა(ირანის ნაკრები ფიფას რეიტინგში 22-ე ადგილზეა), რომ არც ღირს. წარმატება დიდწილად იქაური ლეგიონერების დამსახურებაა, რომლებიც საკმაოდ ძლიერ გუნდებში თამაშობენ (პორტო, ზენიტი, ფეინოორდი, აეკი და ა.შ.) უფრო მეტიც, ირანის ნაკრები იშვიათად თუ ტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.

 ირანელი ლეგიონერები ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რომ ნაკრები ადგილობრივი ჩემპიონატიდანაც დიდ შევსებას იღებს. იქაური ლიგა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და  დონემაც საკმაოდ გაასწრო ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს. ირანული ლიგა აზიაში ერთ-ერთი მოწინავეა, მათი 2 გრანდი თეირანის ”პერსეპოლისი” და ისპაანის ”სეპაჰანი” კი სულაც კონტინენტის საუკეთესო კლუბებს შორის არიან.

ირანის ჩემპიონატში, უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თამაშობს ქართველი გიორგი გველესიანი. ხოლო 2019 წლიდან იქაური გრანდის “სეპაჰანის” დაცვის ბურჯადაც მოგვევლინა. ცოტა ხნის წინ  ქართველმა მცველმა გულისტკივილით გამოთქვა, რომ ნაკრების არც ერთ მწვრთნელს მისთვის შანსი არ მიუცია და ჯვაროსნების უცხოელმა მწვრთნელებმა შეიძლება მის შესახებ არც კი იციან.

ისპაანი თეირანის შემდეგ ყველაზე ცნობილი ირანული ქალაქია, 2 მილიონ ადამიანზე მეტი მოსახლეობით, ირანში ფეხბურთი რომ ძალიან უყვართ ის ფაქტიც მეტყველებს მასზე რომ ტურის ცენტრალურ მატჩებს უამრავი ქომაგი ესწრება, არის შემთხვევბი როცა თეირანულ დერბის, ”პერსეპოლისსა” და ”ესტეღლალს” შორის 100 ათასამდე ადამიანი ესწრება ხოლმე. ირანელი გულშემატკივარი საკმაოდ მომთხოვნია, შესაბამისად რომ არა კარგი თამაში და პროფესიონალიზმი, იქაური გრანდის ძირითად შემადგენლობაში , თანაც უცხოელს არავინ გააჭაჭანებს.  გიორგი ”სეპაჰანამდე” ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა, მან კარიერა ჯერ მოკრძალებულ კლუბებში ”ზობ აჰანში” და მაზანდარანის ”ნასაჯში” დაიწყო, ახლა კი კარიერის პიკში იმყოფება.

ნოემბერში ნაკრებს 2 მატჩი ელის, შესარჩევ ჯგუფში შვედეთთან , ხოლო შემდეგ უზბეკეთს დავუპირისპირდებით.  იმ ფონზე, როცა დაცვის ცენტრალურ ზონაში დიდი პრობლემებია, (უთამაშებელია კვერკველია და დვალი) საინტერესო იქნებოდა გველესიანისთვის შანსის მიცემა -თუნდაც ამხანაგურ მატჩში. მით უმეტეს, უზბეკეთი ხომ აზიური ნაკრებია და მათი თამაშის სტილი გიორგისთვის უცხო არ უნდა იყოს.

და ბოლოს, გიორგიმ ირანის ჩემპიონატის განვლილ ტურში სტუმრად ”ნაფტთან” გამოიჩინა თავი, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ეფექტური თავურით გადაგზავნა კარში. ”სეპაჰანს” 2 ტურის  შემდეგ 6 ქულა აქვს და გოლი ჯერ არ გაუშვია.

 

Share