გამთენიისას NBA-ში ქართული დერბია

“ვულოცავ გუნდს, მათ მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს” – ანდრეი დემჩენკო
ოქტომბერი 25, 2021 11:41
დღეს, უნგრეთი – საქართველო, შემადგენლობები ცნობილია!
ოქტომბერი 25, 2021 14:14

ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 3:00 საათზე ინდიანაპოლისში, ადგილობრივი “ინდიანა პეისერსი” რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, სანდრო მამუკელაშვილის  “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლებს.

გუნდებმა უკვე გამართეს 3-3 მატჩი, “ინდიანამ” 1 მოიგო და 2 წააგო, “ირმების” ბალანსი კი პირიქითაა, 2 მოგება 1 მარცხის წილ.

წინა სამ მატჩში გოგა ბითაძეს პარკეტზე გასვლის საშუალება არ მისცემია, სანდრომ კი სადებიუტო მატჩები NBA-ში უკვე გამართა და გულშემატკივრებს თავიც დაამახსოვრა, მამუკელაშვილს “მაიამი ჰიტთან” მატჩში საკუთარი გუნდის რიგებში მესამე შედეგი ჰქონდა.

ორივე გუნდი აღმოსავლეთ კონფერენსიის ცენტრალური დივიზიონის ბინადარია, რაც იმას ნიშნავს რომ რეგულარულ სეზონში, ერთმანეთის პირისპირ 4-ჯერ ითამაშებენ.

Share