ბერძნებმა დინამო ჩაძირეს

VIDEO გვილიას საგოლე გადაცემა კალიშის წინააღმდეგ
ოქტომბერი 26, 2021 17:45
მორიგი მარცხი, საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო
ოქტომბერი 26, 2021 19:26

წყალბურთის კლუბმა თბილისის “დინამომ”,რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის 16 საუკეთესო კლუბს შორის, ზედიზედ მესამედ ასპარეზობს ახალი სეზონი პირეოსის “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ თამაშით გახსნა.

“ოლიმპიაკოსი” ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული,1-გზის ევროპის სუპერთასის მფლობელი, საბერძნეთის 35-გზის ჩემპიონი, 22 გზის თასის და 5-გზის სუპერთასის მფლობელი გახლავთ. ასევე, ეს გუნდი საბერძნეთის ნაკრების საბაზისო გუნდს წარმოადგენს, იმ.ნაკრებისა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში ითამაშა. პირეოსელების შემადგენლობაში გამოდიან ისეთი მაღალი კლასის წყალბურთელები და ვარსკვლავები, როგორებიც:იოანის ფუნტულისი, ფილიპ ფილიპოვიჩი და კონსტანტინოს გუნიდუნასი არიან.

მატჩი ბერძენთა დიდი უპირატესობით დაიწყო. “ოლიმპიაკოსი” თავიდანვე 4 ბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ და ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ბენეფისი ჰქონდა საბერძნეთის ნაკრების და “ოლიმპიაკოსის” შემტევს იოანის ფუნტულუსს, რომელმაც 8 ბურთი გაიტანა. “დინამოს” რიგებში გოლები-მარკო ელაჩამ(3), დუშან ვასიჩმა(2), სანდრო ადეიშვილმა(2), იოავან სარიჩმა და ანდრია ბითაძემ გაიტანეს. საბოლოოდ, 20:9 და “დინამო” “ოლიმპიაკოსთან” დიდი ანგარიშით დამარცხდა.

 

გოლები:1:0 კოლომვოსი, 2:0 ფუნტულისი, 3:0 ფილიპოვიჩი,4:0 ფუნტულისი, 4:1 ელაჩა, 5:1 ფუნტულისი, 5:2 ვასიჩი, 6:2 ფილიპოვიჩი, 6:3 ვასიჩი, 7:3 რადოვიჩი, 8:3 ფუნტულისი, 9:3 ფუნტულისი, 9:4 ელაჩა, 9:5 სარიჩი, 10:5 ფუნტულისი, 11:5 ფუნტულისი, 11:6 ადეიშვილი, 12:6 გენიდუნასი, 13:6 გენიდუნასი, 13:7 ადეიშვილი, 14:7 ფილიპოვიჩი, 15:7 გუვისი, 15:8 ელაჩა, 16:8 ფუნტულისი, 17:8 ბუშლე, 18:8 მოურიკისი, 18:9 ბითაძე, 19:9 მოურიკისი,20:9 რადოვიჩი

Share