VIDEO ლაკვეხელიანი ჰონვედთან საგოლე გადაცემით გამოირჩა

“უმადურობის პატიება არ შემიძლია, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს” – თემურ ქეცბაია მარცხის შემდეგ
ოქტომბერი 26, 2021 08:45
“სილესენი მამარდაშვილზე უკეთესად ვერ თამაშობს” – ესპანური პრესა
ოქტომბერი 26, 2021 11:36

კვირას, უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის მატჩში, “ჰონვედი” ლუკა ლაკვეხელიანის “მეზოკოვეშდს” მასპინძლობდა. ქართველი ფლანგის მცველის გუნდმა, უხვგოლიან დაპირისპირებაში, 3-2 გაიმარჯვა.

უმძიმესი, ჯვარედინი იოგების ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, 23 წლის მარცხენა მცველი მესამე ოფიციალურ შეხვედრას თამაშობდა. შეხვედრის მე-7 წუთზე ლაკვეხელიანის ფლანგური ჩართვის შემდეგ უზუსტესი გადაცემით სლოვაკ შემტევს, იაკუბ ვოიტუსს გაატანინა.

 

 

მეზოკოვეშდი 14 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

Share