IFFHS: საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

ოლიმპიაკოსი – დინამო თბ. 🤽‍♂️ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ვიწყებთ
ოქტომბერი 26, 2021 06:52
“უმადურობის პატიება არ შემიძლია, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს” – თემურ ქეცბაია მარცხის შემდეგ
ოქტომბერი 26, 2021 08:45

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.  (IFFHS)-მ ახლახან დაიწყო პროექტი სადაც  სხვადასხვა ქვეყნის ყველა დროის ოცნების გუნდები სახელდება.

საქართველოს ყველა დროის ნაკრებში ძირითადად საბჭოთა პერიოდში მოთამაშე ფეხბურთელები მოხვდენენ. მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მოთამაშე ფეხბურთელთაგან, მხოლოდ კახა კალაძე მოხვდა. სიმბოლურ გუნდში ვერ ვხედავთ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირს შოთა არველაძეს.

საქართველოს ყველა დროის ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო (4-3-3):

ანზორ კავაზაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე, თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

Share