“უმადურობის პატიება არ შემიძლია, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს” – თემურ ქეცბაია მარცხის შემდეგ

IFFHS: საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები
ოქტომბერი 26, 2021 08:16
VIDEO ლაკვეხელიანი ჰონვედთან საგოლე გადაცემით გამოირჩა
ოქტომბერი 26, 2021 10:10

გუშინ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” ლარნაკას “აეკს” უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, ქეცბაიამ გაღიზიანებული ჩანდა და გულშემატკივრის მიმართ პრეტენზია გამოხატა.

გარკვეულ ეტაპზე, ყველას უწევს გამოცდის ჩაბარება. როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს, ისევე ქომაგს. როგორც ჩანს, ზოგიერთს ავიწყდება, რომ ანორთოსისი 13 წელი ტიტულის გარეშე იყო და ის, თუ რა გავაკეთეთ გუნდში ბოლო 2 წელში. უმადურობას თავისი საზღვარი აქვს და ახლა გუნდს მხარდაჭერა სჭირდება. აქ გუშინ არ მოვსულვართ და დღეს ამ ვითარებაში არ აღმოვჩენილვართ. არ მინდა, გავამხილო მოსამზადებელი ეტაპის დროს რისი გამოვლა მოგვიწია. თუ ეს კლუბი მართლა გიყვართ, მას მხარი უნდა დაუჭიროთ. ყველაფრის პატიება შემიძლია, უმადურობის გარდა.  ამიტომ, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს და თუ გუნდი გიყვართ, გვერდში უნდა დაგვიდგეთ,” – განაცხადა თემურ ქეცბაიამ

7 ტურის შემდეგ ანორთოსისი სატურნირო ცხრილში 6 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

Share