ოლიმპიაკოსი – დინამო თბ. 🤽‍♂️ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ვიწყებთ

NBA – მამუკელაშვილმა ბითაძე დაამარცხა
ოქტომბერი 26, 2021 02:32
IFFHS: საქართველოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები
ოქტომბერი 26, 2021 08:16

დღეს სტარტს აიღებს წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი, როგორც ჩვენი საიტი უკვე წერდა 16 საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის არის საქართველოს ჩემპიონი თბილისის ”დინამოც” , დედაქალაქელები A ჯგუფში მოხვდნენ, დღეს კი პირველ მატჩს გამართავენ ძალიან ძლიერ ბერნულ გრანდ, პირეოსის ”ოლიმპიაკოსთან”

”დინამო” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ წყალბურთის ტურნირზე ზედიზედ მესამედ იასპარეზებს, თუმცა პირეოსელებთან აქამდე არ გადაკვეთილა და გუნდები დღეს პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

თბილისელები ჯგუფში სულ 14 მატჩს გამართავენ, 8 გუნდიანი ჯგუფიდან კი შემდეგ ეტაპზე 4 საუკეთესო გავა, დღევანდელი მატჩი 20:15 საათზე დაიწყება და პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელესკოლის ეთერში შეგეძლებათ.

Share