„მამარდაშვილს თავს დიდი ემოციური წნეხი დააწვა“ – ბორდალასი

მორიგი მარცხი, საქართველოს ქალთა ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო
ოქტომბერი 26, 2021 19:26
VIDEO საბურთალო 2:0 ბარსელონა | კოკა-კოლას თასი
ოქტომბერი 27, 2021 10:45

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ესპანურ „მარკას“ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ მისცა.

ესპანელ მწვრთნელს დაუსვეს მეკარის პოზიციას ეხებოდა, რაზეც ბორდალასმა ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:

„ჩვენ გვყავს რამდენიმე ძალიან კარგი მეკარე. სილესენი საკმაოდ კარგად თამაშობს, თუმცა კიდევ სამი მეკარე გვყავს. გაშვებული გოლების პასუხისმგებლობა მხოლოდ მეკარეს არ შეიძლება დაეკისროს.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად თერთმეტეულს დაშვებული შეცდომების გამო არ გამოთიშვია, არამედ იმიტომ, რომ მას თავს ძალიან დიდი ემოციური წნეხი დააწვა.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მისით, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადში სხვა მეკარე დგას,“ – განაცხადა ბორდალასმა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.

Share