NBA – მამუკელაშვილმა ბითაძე დაამარცხა

▶️ VIDEO შოთა არველაძის საუკეთესო 10 გოლი აიაქსში
ოქტომბერი 25, 2021 21:43
ოლიმპიაკოსი – დინამო თბ. 🤽‍♂️ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ვიწყებთ
ოქტომბერი 26, 2021 06:52

გამთენიისას ამერიკის ნაციონალ საკალათბურთო ლიგაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 109:119 დამარცხდა.

სასიხარულოა რომ პარკეტზე ორივე ქართველი ვიხილეთ, ბითაძეს მწვრთნელმა 18 წუთი დაუთმო, რა დროშოც გოგამ 7 ქულა, 9 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს.

10.წუთი გაატარა პარკეტზე მამუკელაშვილმა, სანდროს მონაგარი შედარებით მოკრძალებული იყო, მან მეტოქეს 2 ქულა ჩაუგდო და ბურთი 3-ჯერ მოუხსნა.

“მილუოკისთვის” ეს მესამე გამარჯვება იყო მეოთხე მატჩში, შემდეგ მატჩს ირმები “მინესოტასთან” გამართავენ, ხოლო “ინდიანა” კანადას ესტუმრება და “ტორონტოსთან” ცდის ძალებს.

Share