“სილესენი მამარდაშვილზე უკეთესად ვერ თამაშობს” – ესპანური პრესა

VIDEO ლაკვეხელიანი ჰონვედთან საგოლე გადაცემით გამოირჩა
ოქტომბერი 26, 2021 10:10
VIDEO ლობჯანიძემ სეზონში მეოთხედ გაიტანა – ტობოლმა მარტივი სამი ქულა მოიპოვა
ოქტომბერი 26, 2021 12:56

ესპანურ პრესაში კვლავაც აქტუალური თემაა თუ ვინ უნდა დაიცვას “ვალენსიას” კარი მომდევნო შეხვედრებში. ვალენსიური გამოცემა, Valenciaplaza ამ თემის საინტერესო განხილვას გვთავაზობს.

“იასპერ სილესენის “ღამურების” სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება მარტივი არ იყო. ბორდალასის გუნდს ექვსი თამაშია არ მოუგია და არც სილესენის დაბრუნებას მოუტანია რადიკალური ცვლილება. მხოლოდ ერთი მშრალი მატჩი “კადისთან” და ბოლო 4 შეხვედრაში გაშვებული 6 გოლი ნიშნავს, რომ მისმა დაბრუნებამ უკეთესობისკენ ვერაფერი შეცვალა.

ამ თვალსაზრისით ფაქტია, რომ სილესენი მამარდაშვილზე უკეთესად ვერ თამაშობს. ქართველმა წინასასეზონო მატჩებში დაიმსახურა ნდობა და მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასის პირველი არჩევანი ნიდერლანდელი იყო. “ხეტაფესთან” და “ალავესთან” წარმატებულ გამოსვლას, მადრიდის “რეალთან” და “სევილიასთან” ჩავარდნილი მატჩები მოჰყვა. სწორედ ამის შედეგად, ვალენსიელთა თავკაცს მოუწია სილესენის სასტარტოში დაბრუნება.

მამარდაშვილმა ექვს შეხვედრაში შვიდი გოლი გაუშვა. ხოლო, ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ქართველი საშუალოდ 1.16 გოლს უშვებდა, ნიდერლანდელი კი, საშუალოდ 1.5 გოლს. იმისთვის, რომ მამარდაშვილზე უკეთესი შედეგი მიიღოს, მან ბეტისთან და ვილიარეალთან გოლები არ უნდა მიიღოს.“, – წერს ესპანური გამოცემა.

Share