▶️ VIDEO ჩაკვეტაძემ გაიტანა – პირველი გოლი 2,5-წლიანი პაუზის შემდეგ

🔴 LIVE ბასილაშვილი 🆚 ბერეტინი
ოქტომბერი 27, 2021 18:01
ბასილაშვილი ვენის ATP ტურნირს გამოეთიშა
ოქტომბერი 27, 2021 20:20

ბელგიის თასის 1/16 ფილანური ეტაპის მატჩში, გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა”  ქვედალიგელ “ბელისია ბლიზენს” უმასპინძლა და მარტივად 4:0 გაიმარჯვა.

ეს შეხვედრა, ერთი მარტივი მიზეზის გამო ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. 22 წლის ნახევარმცველს ორი წლის და ექვსი თვის განმავლობაში გოლი გატანილი არ ჰქონდა და მწვრთნელის წინასამატჩო პრესკონფერენციიდანაც ჩანდა, რომ ის შეხვედრას სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებდა.

 

 

შეხვედრის 60-ე წუთზე ქართველმა შემტევმა თერთმეტმეტრიანი წარმატებით შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ჩვენებურს ბოლო გოლი 2019 წლის 13 აპრილს “ბეერსხოტის” წინააღმდეგ ჰქონდა გატანილი.

Share