ხვალ დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალური მატჩებია

VIDEO ყაზაიშვილმა თასზეც გაიტანა – ულსან ჰიუნდაი გათამაშებას გამოეთიშა
ოქტომბერი 27, 2021 13:27
მარიამ ბოლქვაძემ პირველი შეხვედრა მოიგო და მერვედფინალში გავიდა
ოქტომბერი 27, 2021 16:08

28 ოქტომბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასზე 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება, ტურნირი როგორც ყოველთვის საინტერესოდ და დაბალ ლიგელი გუნდების სენსაციებით მიმდინარეობს, ალბათ ყველას გახსოვთ შარშანდელი გათამაშება, როცა ფინალში ორი რანგით მეორე ლიგელი, ”გაგრა” და წყალტუბოს ”სამგურალი” გავიდა, ეს ორივე გუნდი კვლავ აგრელებს ბრძოლას ფინალისთვის, მოქმედი ჩემპიონი ”გაგრა” საკუთარ მოედანზე ქობულეთის ”შუქურას” უმასპინძლებს, მატჩი 13:30 საათზე, თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება.

რაც შეეხება თასის ვიცე მფლობელ წყალტუბოს ”სამგურალს”, იმერლები სტუმრად ლიგა 3-ის წარმომადგენელ ”გორს” ესტუმრებიან, მატჩი გორის ”ქართლის” სტადიონზეა ჩანიშნული.

რთული მატჩი ელის თბილისის ”საბურთალოს”, დედაქალაქელები კერკეტ საგარაჯოს ”გარეჯს” ესტუმრებიან, ზემოთ აღნიშნული ორივე მატჩი 13:30 საათზე დაიწყება.

1/4 ფინალური ეტაპის ცენტრალური მატჩი კი უდაოდ საგურამოში იქნება, თბილისის ”ლოკომოტივი” წლევანდელი ეროვნული ლიგის ლიდერ, ბათუმის ”დინამოს” უმასპინძლებს, ზღვისპირელთა მიზანი ჩემპიონობასთან ერთად თასის მოპოვებაცაა, შესაბამიდ უაღრესად დაძაბულ მატჩს უნდა ველოდოთ საგურამოში, სადაც მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს სილკ უნივერსალი წარმოგვიდგენს.

Share