“გასულ წელს სულ გვესმოდა, ხვიჩა, ხვიჩა! ის ხალხმა გააფუჭა” – რუსი არბიტრი

VIDEO საბურთალო 2:0 ბარსელონა | კოკა-კოლას თასი
ოქტომბერი 27, 2021 10:45
VIDEO ყაზაიშვილმა თასზეც გაიტანა – ულსან ჰიუნდაი გათამაშებას გამოეთიშა
ოქტომბერი 27, 2021 13:27
რუსულმა გამოცემამ tnv.ru-მ რუს არბიტრ  სერგეი ხუსეინოვთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარი ძირითადად ყაზანის “რუბინს” მის დღევანდელ მდგომარეობას შეეხო. ის გუნდის ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

 

ამ მომენტისთვის, რუბინი სახელების მიხედვით უკეთესი გუნდია. მაგრამ, ამავდროულად, თამაშის ხარისხი აშკარად დაწეულია.  ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, წინა სეზონში ყველა კუთხიდან ისმოდა, ხვიჩა, ხვიჩა! სულ იყო საუბრები, სად წავა? მანჩესტერში? და ამ შემთხვევაში, ადამიანი ძალაუნებურად ამცირებს საკუთარი თავის მიმართ მოთხოვნებს.

ეს დამახასიათებელია კავკასიური წარმოშობის ფეხბურთელებისთვის. შედეგად რას იღებ? სათამაშო ფორმის დაკარგვას. რუბინის შემადგენლობა სახელების მიხედვით მშვენიერია, მაგრამ თამაშის მიხედვით არა და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს “- განაცხადა სერგეი ჰუსეინოვმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ წელს 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
Share