გიორგი აბუაშვილის დებიუტი “პორტოს” შემადგენლობაში

▶️VIDEO ჩაკვეტაძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელისია ბლიზენის წინააღმდეგ
ოქტომბერი 28, 2021 16:07
ესტონეთთან მარცხის მიუხედავად U17 საქართველო ელიტ-რაუნდშია
ოქტომბერი 28, 2021 17:18

27 ოქტომბერს პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩში, “პორტოს” ახალგაზრდული გუნდი “რიუ ავეს” ესტუმრა. შეხვედრა რიუ ავეს მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

აღსაღნიშნავია, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველის გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა. 18 წლის შემტევმა, შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და 65-ე წუთზე ბრუნო პირესმა შეცვალა.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ აბუაშვილი პორტუგალიური გუნდის B გუნდში ითამაშებდა. თუმცა, სავარაუდოდ კლუბმა გადაწყვიტა, რომ ტრავმის შემდეგ  პირველ ეტაპზე უმჯობესია ახალგაზრდულ გუნდში ითამაშოს.

ის ასევე უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაზე პორტოს განაცხადშიცაა და არ არის გამორიცხული, შემდეგ ტურში “მილანის” წინააღმდეგ ითამაშობს.

აბუაშვილი, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პორტუგალიურ გრანდში, თბილისის “დინამოდან” გადავიდა. მის ტრანსფერში ქართულმა გუნდმა 240 000 ევრო მიიღო.

 

Share