დღეს, U17 ესტონეთი – საქართველო, გადამწყვეტი მატჩი

▶️VIDEO გიორბელიძე უეფას ოფიციალურ გვერდზე მოხვდა
ოქტომბერი 28, 2021 09:34
FM22: ფატი, ვინისიუსი, კვარაცხელია – Marca-ს „საოცარი ბიჭების“ სია
ოქტომბერი 28, 2021 10:23

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საქართველოს 17-წლამდელთა გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში, ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველ ტურში ჯერ ისლანდიასთან ფრე 1-1 ითამაშეს, ხოლო შემდეგ მინი-ტურნირის მასპინძელ უნგრეთს მოუგეს 0-1.

საქართველოს ნაკრები 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ესტონეთი 3 ქულით მე-3. გამარჯვების შემთხვევაში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში მოხვედრას გაინაღდებენ.

ცხრილი კი ასე გამოიყურება:

ადგ. გუნდი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა
1. საქართველო საქართველო 2 1 1 0 2 1 1 4
2. უნგრეთი უნგრეთი 2 1 0 1 3 1 2 3
3. ესტონეთი ესტონეთი 2 1 0 1 2 4 -2 3
4. ისლანდია ისლანდია 2 0 1 1 2 3 -1 1
Share