ლიგა 3 – კოლხური დერბი ფოთმა მოიგო და ლიგა 2-ში ამოსასვლელად ბრძოლას აგრძელებს

საქართველოს თასი: 3 ნახევარფინალისტი გაირკვა
ოქტომბერი 28, 2021 12:02
▶️VIDEO ჩაკვეტაძის გოლი და საგოლე გადაცემა ბელისია ბლიზენის წინააღმდეგ
ოქტომბერი 28, 2021 16:07

დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მესამე ლიგაში 21-ე ტურის მატჩები გაიმართება, ტურის ცენტრალური მატჩი ხობში იყო, სადაც კოლხურ დერბიში ორი კოლხეთი, ხობის და ფოთის კლუბები ერკინებოდნენ, ორივე კლუბი სამეულისთვის იბრძვის ამიტომ ხობის ”პაატა თათარაშვილის” სტადიონზე დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი და მატჩმაც მასზე გაცემული ავანსები სრულად გაამართლა, შეხვედრაში 5 გოლი გავიდა, პირველ ტაიმში სტუმრებმა მეტოქე დაჩაგრეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ორჯერ გამოიჩინა თავი ზაურ ხაბეიშვილმა, ერთი გოლი კი ლაშა გვალიას ანგარიშზეა, მეორე  ტაიმის საწყის წუთებში ხაბეიშვილმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ხობელებმა ისღა  მოახერხოს  რომ შალვა ცქიფურიშვილის გოლით სხვაობა სამამდე შეამცირეს, საბოლოოდ 1:4. მატჩამდე ფოთელები უკვე ასასვლელ ზონაში იყვნენ, ხობელებს კი მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ აქვთ, თუმცა დღევანდელი მარცხით საკმაოდ გაურთულდათ მდგომარეობა და დარჩენილ 5 ტურში 7 ქულიანი სხვაობის ”ამოქაჩვა” მოუწევთ ”თბილსი სიტისთან”, რომელმაც კიდევ უფრო უხვგოლიანი მატჩი შემოგვთავაზა და დუშეთის ”არაგვს” 4:4  დაუზავდა, აღსანიშნავია რომ დედაქალაქები ორჯერ ამარცხებდნენ მეტოქეს 2 ბურთიანი სხვაობით, საბოლოოდ  კი მატჩის ბოლო წუთზე თავად გადაურჩნენ მარცხს, ”არაგვის” ფეხბურთელმა ზურაბ ღირდალაძემ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე 11მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.აღსანიშნავია მასპინძელთა ლეგიონერი კლეოპას ტიმის თამაში, რომელმაც დუშელთა კარი სამჯერ აიღო. ამ 2 დაკარგული ქულით ”სიტიმ” მეორე პოზიცია ფოთის ”’კოლხეთს” გადაულოცა.

ლიგა 3-ის ჩემპიონი თბილისის ”სპაერი” რომელმაც პირველობა 6 ტურით ადრე გაინაღდა ბოლომდე დაიხარჯა ლანჩხუთში და ადგილობრივ ”გურიას” 4:2 მოუგო, ისტორიული კლუბი ”გურია” კი კვლავ სავალალო მდგომარეობაში და ლიგა 4-ში დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას.

სხვა მატჩების შედეგები:

ბახმარო 2:0 დიდუბე

მერანი 2 თბ. 0:1 მეშახტე

მაღაროელი 0:1 ვარკეთილი

საბურთალო 2 – გორი (გადაიდო)

 

შემდეგი ტური 4-6 ნოემბერს გაიმართება.

სატურნირო ცხრილი:

 

 

 

Share