FM22: ფატი, ვინისიუსი, კვარაცხელია – Marca-ს „საოცარი ბიჭების“ სია

დღეს, U17 ესტონეთი – საქართველო, გადამწყვეტი მატჩი
ოქტომბერი 28, 2021 09:51
მარიამ ბოლქვაძემ მეორე შეხვედრაც მოიგო
ოქტომბერი 28, 2021 11:28

პოპულარულმა საფეხბურთო სიმულატორმა „Football Manager“-მა ახალი სერიის ბეტა ვერსია წარადგინა.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ აღნიშნულ თამაშში ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

„Football Manager 2022-ის ბეტა ვერსიის პრეზენტაციისა და მისი ყველა სიახლის გაანალიზების შემდეგ, ვაპირებთ ყურადღება გავამახვილოთ თამაშში მყოფ დიდ ტალანტებზე, რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ თქვენი გუნდის გაძლიერებას. წარმოგიდგენთ დიდ ტალანტებს, ან როგორც მათ ამ თამაშში ეძახიან, „საოცარ ბიჭებს“.

მარცხენა შემტევის პოზიციაზე შეგიძლიათ აირჩიოთ, ანსუ ფატი (18 წლის, ბარსელონა), ჰადსონ-ოდოი (20 წლის, ჩელსი), ვინისიუსი (20 წლის, მადრიდის რეალი), საკა (19 წლის, არსენალი) . ჩვენ განვიხილავთ ძვირადღირებულ ვარიანტებს, თუმცა… შედარებით დაბალ ფასში შეგიძლიათ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოთ“, – წერს გამოცემა.

„Football Manager 2022“ის სრული ვერსია 9 ოქტომბერს გამოვა.

Share