საქართველოს თასი: 3 ნახევარფინალისტი გაირკვა

VIDEO იური ტაბატაძემ “გარეჯს” შორეული დარტყმით გაუტანა
ოქტომბერი 28, 2021 11:31
ლიგა 3 – კოლხური დერბი ფოთმა მოიგო და ლიგა 2-ში ამოსასვლელად ბრძოლას აგრძელებს
ოქტომბერი 28, 2021 14:48

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩები იმართება. 4-დან 3 მატჩი უკვე გაიმართა.

საგარეჯოში ადგილობრივმა “გარეჯმა” თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლა. შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გახსნა. გარეჯმა წონასწორობა მალევე 31-ე წუთზე ფრანცისკო ბრავოს გოლით აღადგინა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 89-ე წუთზე ულამაზესი შორეული დარტყმით, იური ტაბატაძემ დააფიქსირა.

მეორე ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა გუნდმა, “გაგრამ” თბილისის ზღვის ბაზაზე ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა. გაგრელები 54-ე წუთზე ოთარ ფარულავას გოლით დაწინაურდნენ. ქობულეთელთა გააქტიურებამ შედეგი 72-ე წუთზე გამოიღო, როცა ლევან ინგოროყვამ ანგარიში გაათანაბრა. მატჩში წერტილი 83-ე წუთზე ბრაზილიელმა, ჟუნინიო კაბრალმა დასვა. ამრიგად, ქობულეთელები ნახევარფინალში იასპარეზებენ.

ყველაზე ხანგრძლივი მატჩი გორში “ქართლის სტადიონზე” გაიმართა. მესამელიგელი გორის “გორი” წყალტუბოს “სამგურალს” დაუპირისპირდა. შეხვედრა იმერელთა აქტიურობით დაიწყო და მე-19 წუთზე ანგარიში გიორგი ბუხაიძემ  გახსნა. ტაიმის მიწურულს მთავარმა არბიტრმა სტუმრებს პაპუნა ფონიავა გაუძევა. შიდაქართლელებმა რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს – 68-ე წუთზე ნოდარ ბარამიძის გოლით ანგარიში გათანაბრდა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, ამჯერად ბექა მუმლაძემ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი და მოთამაშეთა რაოდენობაც გათანაბრდა. პირველი დამატებული ტაიმის 101-ე წუთზე ცვლილებაე შემოსულმა ილია ახვლედიანმა, სტუმრები წინ გაიყვანა – 2:1… სენსაცია არ შედგა.

Share