ესტონეთთან მარცხის მიუხედავად U17 საქართველო ელიტ-რაუნდშია

გიორგი აბუაშვილის დებიუტი “პორტოს” შემადგენლობაში
ოქტომბერი 28, 2021 16:14
“ჩაკი ეფექტური იყო, ის “გენტის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება” – ბელგიური პრესა
ოქტომბერი 29, 2021 07:08

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ესტონელთა თავდამსხმელმა, დიმიტრი იაპინმა გაიტანა.

მიუხედავად მარცხისა, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილზე გასულ უნგრეთს ანალოგიური ქულათა მარაგი ჰქონდა, თუმცა ურთიერთ დაპირისპირები და ასევე, ბურთების უკეთესი შეფარდების გამო, საქართველოს მხოლოდ მასპინძელი უნგრეთის გამარჯვება არ აწყობდა. პარალელულად, ისლანდიისა და უნგრეთის შეხვედრა ნულოვანი ფრით 0:0 დასრულდა.

აღსაღნიშნავია, რომ მეორე ნახევრის 74-ე წუთზე ესტონელთა რიგებში შეხვედრაში ქართული წარმოშობის მცველი რამაზ ქარდავა ჩაერთო.

Share