“ხვიჩას თამაში პროგნოზირებადი გახდა და მისი განეიტრალება გაადვილდა” – რუბინის ყოფილი მწვრთნელი

“კარგია, რომ ევროპაში არ წავიდა” – რუსული მედია ხვიჩაზე
ოქტომბერი 29, 2021 14:18
VIDEO ნიკა კაჭარავამ ომონიას გაუტანა
ოქტომბერი 29, 2021 17:06

ხვალ, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინი” მოსკოვის “ცსკას” უმასპინძლებს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ, ყაზანელთა ყოფილმა თავკაცმა, რინატ ბილიალეტდინოვმა Chempionat.com-თან ისაუბრა.

-” რთულია იმის უარყოფა, რომ ყაზანის რუბინი ცუდ ფორმაშია. მათ დიდი ხანია არ მოუგიათ. ეს გუნდი ლიდერებზეა დამოკიდებული. სერბ თავდამსხმელს დესპოტოვიჩს თამაში არ შეუძლია. ასევე, მოსკოვის “დინამოში” გაიყიდა დენის მაკაროვი, კვარაცხელიას თამაში კი პროგნოზირებადი გახდა და უფრო ოსტატურად დაიწყეს მისი განეიტრალება. მიუხედავად ამისა, ხვიჩას კვლავ შეუძლია ბურთის საჯარიმოსთან მიტანა და სიმწვავის შეტანა მატჩში, თუმცა გუნდელების მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ გააჩნია. სათადარიგო სკამიდან ჩართული მოთამაშეები კი ისეთი სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან, როგორც გუნდის ლიდერები”, – ამბობს რინატ ბილიალეტდინოვი

Share