გიგა ჭიკაძე UFC-ის ივენთის მთავარ დუელში ზედიზედ მეორედ გამოვა

“ჩაკი ეფექტური იყო, ის “გენტის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება” – ბელგიური პრესა
ოქტომბერი 29, 2021 07:08
▶️VIDEO მიქაუტაძის საგოლე გადაცემა – სერენი შემდეგ ეტაპზეა
ოქტომბერი 29, 2021 09:05

LAS VEGAS, NV - MAY 1: Giga Chikadze meets with the press following the win via TKO at 1:03 of round one over Cub Swanson during the UFC Fight Night: Reyes vs Prochazka Event at UFC Apex on May 1, 2021 in Las Vegas, Nevada. (Photo by Louis Grasse/PxImages/Icon Sportswire via Getty Images)

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიგა ჭიკაძე UFC Fight Night 200-ის მთავარი ბრძოლის მონაწილე იქნება. ქართველ მებრძოლს კელვინ კატარის წინააღმდეგ მოუწევს ორთაბრძოლა.

აღნიშნული ღონისძიება, 2022 წლის 15 იანვარს გაიმართება. ჭიკაძემ და ამერიკელმა მებრძოლმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ნინძა” მონაწილეობას UFC-ის ივენთის მთავარ ღონისძიებაში იღებს. ჭიკაძემ გასულ აგვისტოს იგივე ვითარებაში ედსონ ბარბოზა დაამარცხა.

რაც შეეხება ქართველის მოწინააღმდეგეს, “ბოსტონ ფინიშერის” ანგარიშზე 22 მოგება და ხუთი მარცხია. კატარი თავის უკანასკნელ ბრძოლაში მაქს ჰოლოუეისთან დამარცხდა.

Share