“ჩაკი ეფექტური იყო, ის “გენტის” მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება” – ბელგიური პრესა

ესტონეთთან მარცხის მიუხედავად U17 საქართველო ელიტ-რაუნდშია
ოქტომბერი 28, 2021 17:18
გიგა ჭიკაძე UFC-ის ივენთის მთავარ დუელში ზედიზედ მეორედ გამოვა
ოქტომბერი 29, 2021 07:34

ბელგიის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ბელისია ბილზენი” 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ გამორჩეული შეხვედრაა ჩაატარა, პირველ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, საგოლე პასი გააკეთა და თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ბელგიურმა გაკოცემამ hln.be-მ მატჩის მიმდინარეობა შეაფასა და კონკრეტულად გიორგის თამაში გამოჰყო.

-” ჰეინ ვანჰაზებრუკმა, ლიუკ ნილისის გუნდის წინააღმდეგ
სასტარტო შემადგენლობაში, ოდიჯა-ოფოე და ჩაკვეტაძე დააყენა. ხოლო, ნგადეო-ნგაჯუის, კუმსს, დე სარტს, ბეზუსს, ტისუდალის, დეპუატრისა და სხვებს დასვენების საშუალება მისცა.

მბოიომ ორი კარგი მომენტი გააცუდა. შემეგ სტუმართა მცველებმა ჩაკვეტაძის გამჭოლი გადაცემას ვერაფერი მოუხერხეს  და ბელგიელმაც სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

გენტმა მაყურებელს სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზა. ჩაკვეტაძემ თავისი ეფექტური მატჩი ასევე ეფექტური თერთმეტმეტრიანით დააგვირგვინა. ქართველი უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხშირად თამაშობდა და გვპირდება, რომ ამ სეზონში გენტის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. “ჩაკმა” გოლის შემდეგ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომელიც ოდიჯამ უკვე მიიღო. ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდი არჩევანი აქვს ვანჰაზებრუკს ნახევარდაცვასა და თავდასხმაში”.

“გელამკო” არენას მკვიდრი გუნდი მორიგ მატჩს პირველ ნოემბერს “როიალ უნიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
Share