“კარგია, რომ ევროპაში არ წავიდა” – რუსული მედია ხვიჩაზე

21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის TOP 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი
ოქტომბერი 29, 2021 13:02
“ხვიჩას თამაში პროგნოზირებადი გახდა და მისი განეიტრალება გაადვილდა” – რუბინის ყოფილი მწვრთნელი
ოქტომბერი 29, 2021 15:53

6674013 16.10.2021 Rubins Khvicha Kvaratskhelia controls a ball during the Russian Premier-League soccer match between Rubin Kazan and Lokomotiv Moscow, in Kazan, Russia s Republic of Tatarstan. Maksim Bogodvid / Sputnik Russia Soccer Premier-League Rubin - Lokomotiv PUBLICATIONxINxGERxSUIxAUTxONLY 9b56b1491059a76d

ყაზანის “რუბინს” ცუდი დროება უდგას და ბოლო 6 მატჩია ვერ იგებს. ლეონიდ სლუცკის შესაძლო გათავისუფლებასთან ერთად ერთ-ერთი აქტუალური თემა ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაა.

News.Sportbox.ru-მ ყაზანელთა ცუდი შედეგის ხვიჩას ცუდ ფორმას უკავშირებს.

“რუბინის ცუდი შედეგების ერთ-ერთი განმაპირობებელი კვარაცხელიას ცუდი ფომაცაა. მიმდინარე სეზონში ქართველის აქტივში ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. მისი ახალგაზრდული ასაკი საქმეს ართულებს: კვარაცხელიას ჯერ სტაბილური თამაშის ჩვენება არ შეუძლია, ამიტომ მისთვის კარგია, რომ ევროპაში არ წავიდა. 

ბოლო მატჩებში ხვიჩამ თითქოს  ისევ მოუმატა. ფლანგზე მის აქტიურობას მოსკოვის “ლოკომოტივთან” (2:2) გოლი მოჰყვა. ხოლო, “უფასთან” (1:1) მეტოქეს ავტოგოლი გაატანინა. მისი დამსახურებით რუნინმა ქულების მოგროვება დაიწყო – თუმცა მხოლოდ თითო ქულის”, – წერს რუსული გამოცემა.

Share