საქართველოს თასის ფინალს წელს ქუთაისი უმასპინძლებს

საქართველოს თასი: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ოქტომბერი 29, 2021 10:52
21-წლამდელ ფეხბურთელთა შორის TOP 10 ძვირადღირებული ფეხბურთელი
ოქტომბერი 29, 2021 13:02

დღეს, 29 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩების კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც ასევე ფინალური მასპინძელი ქალაქი გაირკვა.

თასის ფინალური შეხვედრა წელს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ვკითხულობთ:

“დღევანდელ წილისყრაზე ასევე გაირკვა 2021 წლის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მასპინძელი ქალაქი და ნომინალური მასპინძელი გუნდი. ფინალური მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მასპინძლის სტატუსით კი, ქობულეთის “შუქურასა” და წყალტუბოს “სამგურალის” წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს. 

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 24 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.”

gff.ge

Share