“ჯერ მითხრეს, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ, ახლა საუკეთესო ვარ” – თემურ ქეცბაია

თამაში გადაიდო – ქართველი მორაგბეები რუსეთში ვერ ჩავიდნენ
ოქტომბერი 29, 2021 18:54
VIDEO გიორგი ლორია ომონიას წინააღმდეგ
ოქტომბერი 30, 2021 04:51

გუშინ, კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ქართველების “ანორთოთისი” პრინციპულ დაპირისპირებაში “ომონიას” ესტუმრა და ნიკა კაჭარავას გოლით 1:0 გაიმარჯვა.

შეხვედრა გიორგი ლორიამ და ნიკა კაჭარავამ სასტარტოდან დაიწყეს. ხოლო, ნიკა ნინუა კვლავაც სკამზე დარჩა. მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შედეგად გავიდა.

 

ბოლო პერიოდში ფამაგუსტელთა წარუმატებელი პერიოდის გამო, თემურ ქეცბაიაზე დიდი ზეწოლა და კრიტიკა იყო. შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს უპასუხა, ამ კომენტარს 24Sports.com-ი ავრცელებს.

მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 კვირა არ იყო ადვილი იმ შედეგების გამო, რაც ჩვენ გვქონდა. ომონიასთან სტუმრად გამარჯვება მარტივი არ იყო. ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა შევნიარჩუნოთ ეს ტემპი. ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო გუნდი გვყავს. შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გვქონოდა. გასულ კვირას მითხრეს, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელი ვარ, ახლა იტყვიან, რომ საუკეთესო მწვრთნელი ვარ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას”,- თქვა თემურ ქეცბაიამ

 

ანორთოსისი მორიგ შეხვედრაში, 4 ნოემბერს კონფერენს ლიგის ეგიდით, ტალინის “ფლორას” ესტუმრება.

Share