აბუაშვილის მეორე მატჩი და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის

“ექვსი თვის წინ ევროპული გიგანტები იბრძოდნენ, ახლა თანაგუნდელებიც აკრიტიკებენ” – რუსული გამოცემა
ოქტომბერი 30, 2021 20:47
VIDEO ყაზაიშვილმა სუონ სიტის გაუტანა
ოქტომბერი 31, 2021 08:24

გუშინ, პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრაში, “პორტოს” ახალგაზრდულმა გუნდმა “ბრაგას” უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

სულ ცოტა ხნის წინ, პორტოს 19-წლამდელთა გუნდში გიორგი აბუაშვილის დებიუტი შედგა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით, აბუაშვილი სათადარიგოდან იწყებდა და შეხვედრაში მხოლოდ 79-ე წუთზე ჩაერთო.

 

 

პორტუგალიის ახალგაზრდულ ლიგას პორტო 27 ქულით ლიდერობს. ქართველის გუნდი მორიგ მატჩს 3 ნოემბერს უეფას ახალგაზრდული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, იტალიურ “მილანს” სან-სიროზე შეხვდება.

 

Share