“ექვსი თვის წინ ევროპული გიგანტები იბრძოდნენ, ახლა თანაგუნდელებიც აკრიტიკებენ” – რუსული გამოცემა

“ამის გამო ძალიან ვწუხვარ…😞” – ლობჟანიძე ბეშიქთასთან გატანილ გოლზე
ოქტომბერი 30, 2021 17:37
აბუაშვილის მეორე მატჩი და მზადება ჩემპიონთა ლიგისთვის
ოქტომბერი 30, 2021 21:31

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინმა” მოსკოვის “ცსკას” უმასპინძლა და 92-ე წუთზე კოსტიუკოვის გატანილი გოლით გაიმარჯვა (1:0).

მიუხედავად იმისა, რომ ყაზანელებმა ექვს მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას არადამაჯერებელი თამაში კვლავაც მთავარი სასაუბრო თემაა. რუსულმა გამოცემამ Sport24.ru -მ ქართველის შესახებ ვრცელი განხილვა გამოაქვეყნა.

-” ექვსი თვის წინ რუბინის ვარსკვლავისთვის ევროპული გიგანტები იბრძოდნენ, ახლა კი თანაგუნდელებიც კი აკრიტიკებენ. ასეთი თამაშით მისი ევროპულ კლუბში  წასვლა რთულად მოსჩანს. რამდენიმე თვის წინ ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო გახლდათ, მცველებს ფინტებით აბრუებდა და ულამაზეს გოლებს იტანდა. მისი თამაშის მიმართ გულგრილი არავინ იყო. 

ხვიჩა რუსეთის პრემიერ ლიგის ვარსკვლავია. მისი დამატებისთვის “იუვენტუსი” “მილანი” და დორტმუნდის “ბორუსია” იბრძვიან. მისი დრიბლინგი ჩემპიონატის გვირგვინია.
2020/21 წლების სეზონის ბოლოს ჩანდა, რომ კვარაცხელიას წასვლა გარდაუვალი იყო. ამის შესახებ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ ღიად ისაუბრა: „100%-ით შემიძლია დავადასტურო, რომ ხვიჩა ზაფხულში აუცილებლად დატოვებს “რუბინს”. ქართველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება“.

როგორც ჩანდა, ტრანსფერის მთავარი დამაბრკოლებელი სატრანსფერო თანხა 20 მილიონი ევრო გახლდათ. სტატისტიკა თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ მისი გავლენა იკლებს. ის ნაკლებ შანსს ჰქმნის და ბურთის დაკარგვასაც მოუხშირა. მაგრამ ღირს იმის აღიარება, რომ დაცვაში ნაკლებად არც მაშინ მუშაობდა.

რა არის ხვიჩას ცუდი თამაშის მიზეზი? Არ ვიცი. მისთვის რთული პერიოდია და აშკარაა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მის გარშემო არსებული მღელვარებაც მოქმედებს”, – წერს რუსული გამოცემა

 

Share