პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

VIDEO ყაზაიშვილმა სუონ სიტის გაუტანა
ოქტომბერი 31, 2021 08:24
ბითაძე 2 წლით და გაზრდილი ხელფასით, კვლავ “ინდიანაში” ითამაშებს
ოქტომბერი 31, 2021 11:11

ორშაბათს სტარტს აიღებს პარიზის მასტერსი ჩოგბურთში, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირად ითვლება ტურში, ამჟამად ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარეობს, თუმცა ძირითად ბადეს წილი უკვე უყარეს.

ტურნირიზე  იასპარეზებს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ძირითად ბადეშია და მისი პირველი მეტოქე მასპინძელი ადრიან მანარინო იქნება, რომელიც რეიტინგში ნიკაზე 25 საფეხურით უკანაა და 50-ე პოზიციაზეა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2017 წელს სოფიას ტურნირზე შეხვდნენ და მაშინ ქართველს 2 ტაიბრეიკი დასჭირდა ფრანგის დასამარცხებლად.

მატჩი 1 ნოემბერს, 14:00 საათზეა ჩანიშნული, ამ ეტაპის გავლის შემთხვევაში ნიკას სავარაუდოდ კიდევ ერთი ფრანგი, გაელ მონფილსი ელის.

Share