ბითაძე 2 წლით და გაზრდილი ხელფასით, კვლავ “ინდიანაში” ითამაშებს

პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ოქტომბერი 31, 2021 10:50
🔴 LIVE ტულას “არსენალი” 🆚 “სოჭი” – დავითაშვილი სასტარტოშია!
ოქტომბერი 31, 2021 12:43

„ინდიანა პეისერსმა“ შაბათს გამოაცხადა, რომ გუნდმა ქართველ კალათბურთელთან, გოგა ბითაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გუნდს გოგასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 ნოემბრამდე უნდა მიეღო, ასე რომ ქართველი კალათბურთელი ინდიანაპოლისში დარჩა.

ბითაძის კონტრაქტი ,,2+2”-ის სქემით იყო შედგენილი, ასე რომ გუნდმა ეს ფუნქცია გააქტიურა, რომლის მიზედვითაც ქართველი გუნდში კიდევ 2 წელი დარჩება. რაც შეეხება მის გასამრჯელოს, კონტრაქტის მიხედვით 2021/22 წლებში ის 3 098 400 $ გამოიმუშავებს. 2022/23 წლებში 4 765 339 $, ხოლო თუ ქართველი ცენტრი  2023/24 წლებშიც “პეისერსში” იქნება, მაშინ 6 762 016 $ მიიღებს.

ინდიანამ გოგა 2019 წელს 18-ე პიკად აირჩია და მის შემდეგ “პეისერსის” ღირსებას იცავს.

Share