ლუკა გაგნიძის 90 წუთი “ურალის” შემადგენლობაში

საბა კვირკველიას პირველი სრული მატჩი უკრაინაში
ნოემბერი 1, 2021 03:11
VIDEO მოისწრაფიშვილმა თელავს საოცარი გოლი გაუტანა
ნოემბერი 1, 2021 08:41

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის მატჩში ერთმანეთს “ხიმკი” და “ურალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ნულოვანი ფრით 0:0 დასრულდა.

აღსაღნიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევრამცველი ლუკა გაგნიძე, ჩემპიონატის ეგიდით სასტარტოდან პირველად იწყებდა და სრულადაც ითამაშა. მას თასზე ორჯერ მიეცა ძირითად შემდგენლობაში თამაშის საშუალება, ჩემპიონატში კი ხუთივე შემთხვევაში შეზღუდული პერიოდით თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა.

18 წლის ფეხბურთელი საკმაოდ აქტიური გახლდათ. ის სამი ზუსტი დარტყმით, ორი წარმატებული დრიბლინგით და ოთხი ართმევით გამოირჩა.

ურალი მორიგ შეხვედრას, 7 ნოემბერს “ზენიტის” წინააღმდეგ გამართავს.

Share