▶️VIDEO უხვგოლიანი მატჩი საგურამოში – ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა

ბასილაშვილი 🆚 მანარინო – პარიზის მასტერსი LIVE
ნოემბერი 1, 2021 15:31
კვარაცხელია მსოფლიოს TOP 10 დრიბლიორთა შორისაა
ნოემბერი 1, 2021 19:16

ეროვნული ლიგის 32-ე ტურში საგურამოში ერთმანეთს მე-5 ადგილოსანი ლოკომოტივი და ბოლო ადგილზე მყოფი სამტრედია დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში ლოკომოტივის შემტევმა, ირაკლი სიხარულიძემ 22-ე წუთზე გახსნა, თუმცა სამტრედიამ ანგარიშის გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლო, როდესაც 39-ე წუთზე ლოკომოტივის კარი სტრაჰინია პავიშიჩმა აიღო.

შეხვედრის მეორე ნახევარში სამტრედიელებმა დაწინაურება შეძლეს: გიორგი არაბიძის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ 56-ე წუთზე გიორგი გადრანმა თავური დარტყმით დააწინაურა საკუთარი გუნდი, თუმცა ჯერ 70-ე წუთზე კურიოზული გოლის წყალობით ირაკლი სიხარულიძემ დუბლის გაფორმება და ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შემდეგ 72-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი დიასამიძემ ასევე ცვლილებაზე გამოსული იაკობიძის პასით ლოკომოტივი წინ გაიყვანა. დიასამიძემ 80-ე წუთზე დუბლის გაფორმებაც შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ლოკომოტივმა ამ გარჯებით 50 ქულა მოაგროვა, ამავე რაოდენობის ქულა აქვს საბურთალოს თუმცა მათ დინამო ბათუმის წინააღმდეგ აქვთ მატჩი ჩასატარებელი, თან ხვიჩა შუბითიძის გუნდს ლოკომოტივთან შედარებით უკეთესი ბურთების სხვაობა აქვს, რის გამოც თანაბარი ქულების შემთხვევაში უფრო მაღალ პოზიციას დაიკავებენ, რაც შეეხება სამტრედიას, მისი ეროვნულ ლიგაში დარჩენის პერსპექტივები უფრო და უფრო არარეალური ხდება და სავარაუდოდ ამ გუნდს შემდეგ წელს „ეროვნულ ლიგა 2“ -ში ვიხილავთ

Share