საფრანგეთი მოთამაშე ქართველ ფეხბურთელს სიმსივნე დაუდასტურდა

VIDEO მოისწრაფიშვილმა თელავს საოცარი გოლი გაუტანა
ნოემბერი 1, 2021 08:41
ტორპედომ ჩხეტიანი დაითხოვა
ნოემბერი 1, 2021 13:12

საფრანგეთის მეორე ლიგაში მოასპარეზე ფრანგული „როდესის“ ქართველ მცველს ამირან სანაიას სიმსივნე დაუდასტურდა.

 

„ეს ამბავი ამ კვირას გავიგეთ, მან ახლახანს მიიღო ანალიზის პასუხები, ცოტა ხანში ის მეორე გამოკვლევასაც ჩაიტარებს, კლუბი მის და მისი ოჯახის გვერდითაა, გვჯერა, რომ საკუთარი მებრძოლი ხასიათის დამსახურებით ის უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება , ”- განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა პიერ-ოლივიე მურატმა.

 

სოხუმში დაბადებულმა ამირან სანაიამ თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ის „ლე მანსეში“ 2007 წელს გადავიდა, როდესაც მხოლოდ 18 წლის იყო. სანაიას კარიერის უდიდესი ნაწილი საფრანგეთის მეორე და მესამე ლიგებში აქვს გატარებული, სამწუხაროდ მას „ლიგა 1“-ში თამაში არ მოუწია. საქართველოს ნაკრებში ამირან სანაიას 6 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი 2007 წელს ყატარის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2-1 მოიგო.

QOMAGEBI.GE ქართველ ფეხბურთელს სწრაფად  გამოჯანმრთელებას და საყვარელ საქმიანობაზე დაბრუნებას ვუსურვებთ

 

Share