შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა

კვარაცხელია მსოფლიოს TOP 10 დრიბლიორთა შორისაა
ნოემბერი 1, 2021 19:16
„პირველ ნომრად ყოფნის თაობაზე ეჭვები გაჩნდა, მწვრთნელმა ყოველ წამს შეიძლება ათამაშოს“ – რას წერს „As“ მამარდაშვილზე და სილესენზე
ნოემბერი 2, 2021 06:40

დღეს, 1-ელ ნოემბერს, რუსეთის “ვთბ იუნაიტედ ლიგის” მატჩები ჩატარდა. მათ შორის თორნიკე შენგელიას მოსკოვის “ცსკა” სტუმრად დაუპირისპირდა “კალევ/კრამოს” და დამარცხდა ანგარიშით 67-56.

თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო 12 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და მოედანს დღეს დაუბრუნდა. უკანასკნელ შეხვედრაში მან 33 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა, ხოლო დღეს თავი 24 წუთში 7 ქულით, 5 მოხსნითა და 4 გადაცემით დაგვამახსოვრა.

შემდეგ შეხვედრას თორნიკეს კლუბი 4 ნოემბერს უკვე ევროლიგაზე გამართავს შინ “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ, ხოლო შიდა ჩემპიონატში კი 7 ნოემბერს მომავალ ტურში “იუნიქს კაზანს” დაუპირისპირდება.

Share