კვარაცხელია მსოფლიოს TOP 10 დრიბლიორთა შორისაა

▶️VIDEO უხვგოლიანი მატჩი საგურამოში – ლოკომოტივმა სამტრედია დაამარცხა
ნოემბერი 1, 2021 16:19
შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა
ნოემბერი 1, 2021 20:33

სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) InStat-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სეზონის ყველაზე აქტიური დრიბლიორების სია 33 ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფრხბურთელთა შორის.

მოთამაშეთა რეიტინგი დრიბლინგის ინდექსის მიხედვით შედგა – წარმატებული დრიბლინგების საშუალო რაოდენობა თამაშში საშუალოდ 100 წუთზე.

საუკეთესო შედეგი ინგლისური ვულვერჰემპტონის ესპანელ შემტევს ეკუთნით საშუალოდ 11,2. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი საშუალოდ 7,6 დრიბლინგით მეშვიდე ადგილზეა.

2021/2022 წლების სეზონის ტოპ 10 საუკეთესო დრიბლიორი:

1) ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი)
2) ნაუელ ლუანი (ჩილეს უნივერსიტეტი)
3) ჩიდერა ეჯუკე (ცეესკა)
4) ერიკ დე არუდა (სეარა)
5) მანორ სოლომონი (შახტარი)
6) მუნირ შუიარი (მალათასპორი)
7) ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)
8) დევიდ ფოფანა (მოლდე)
9) იგორ ივანოვიჩი (შახტიორ სოლიგორსკი)
10) ჰეისემ ჰასანი (მირანდესი).

Share