“ნინიაშვილი საოცარი ტალანტია” 19 წლის ქართველი მორაგბე 10 ტალანტში გამოარჩიეს

VIDEO ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონია!
ნოემბერი 2, 2021 18:37
მამუკელაშვილის მორიგი მატჩი NBA-ში
ნოემბერი 3, 2021 04:16

ბრიტანულმა მირორმა შემოდგომის ტესტმატჩების წინ 10 მორაგბე გამოარჩია და მკითხველს მათზე დაკვირვება ურჩია. ს ათეულში საქართველოს ნაკრების და “ლიონის”  ფულ-ბეკი დავით ნინიაშვილიც მოხვდა, რომელიც ფრანგულ “ლიონში” პირველი ლიგის “ხვამლიდან “გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ.აღნიშნულ სიაში ნინიაშვილი ერთადერთი მორაგბეა tier 2-ის ქვეყნიდან.

“საქართველოში ბოლო ხანებში  დიდი ტალანტები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი დავით ნინიაშვილია.

მსოფლიომ 19 წლის მორაგბის თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან შეაფასა, როდესაც მან ჰეთ-რიკი შეასრულა, ხოლო ტოპ 14-ის ქომაგებმა მისი ნიჭი “ლიონში ” გადასვლის შემდეგ შეამჩნიეს. ნინიაშვილი ფიზიკურად ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა მისი მხრიდან პოზიციის შერჩევა, თავდაჯერებულობა,  ჰაერში კარგი თამაში საქართველოს ნაკრებს და ლიონს სამომავლოდ მაგრად გამოადგება.”

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში ორ ტესტს გამართავს.14 ნოემბერს საფრანგეთში საფრანგეთის წინააღმდეგ. 21 ნოემბერს კი, ესპანეთში “ბორჯღალოსნები” ფიჯის შეერკინებიან.

Share