რუსული მედია კვარაცხელიას “ცსკასთან” მატჩზე – “იყო იქ ხვიჩა?”

„პირველ ნომრად ყოფნის თაობაზე ეჭვები გაჩნდა, მწვრთნელმა ყოველ წამს შეიძლება ათამაშოს“ – რას წერს „As“ მამარდაშვილზე და სილესენზე
ნოემბერი 2, 2021 06:40
▶️VIDEO სტრაჰინია პავიშიჩის ლამაზი გოლი ლოკომოტივის წინააღმდეგ
ნოემბერი 2, 2021 09:34

შაბათს, 30 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაში ყაზანის “რუბინსა” და მოსკოვის “ცსკას” შორის, რომელიც სხვა ბევრ მიზეზთან ერთად,  გულშემატკივრისთვის საინტერესო იყო კიდევ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო – ამ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ მოედანზე თამაშობდნენ რუსეთის ჩემპიონატის ორი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია და ჩიდერ ეჯუკე. რუსულ სპორტულ გაზეთებში დაისვა კითხვა, ვინ იყო უფრო აქტიური? გამოკითხვა კი ხვიჩას სასარგებლოდ არ დასრულებულა მიუხედავად იმისა, რომ თამაში მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

რუსულ მედიაში ეჯუკესგან განსხვავებით ხვიჩას არ აქებენ და, პირიქით, კიცხავენ კიდეც. იური ივანოვის ბლოგში “იყო იქ ხვიჩა?!” რთული გასაგები არ არის ჟურნალისტის კვარაცხელიასადმი დამოკიდებულება. ხვიჩა ფორმაში არ არის, რითიც რუბინმა დიდი ძალა დაკარგა, ფლანგიდან მის მიერ გაკეთებული გამჭოლი გადაცემები შემცირდა, არც მცველებს უკვირთ კვარაცხელიას დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდგომ ბურთის კარისკენ დარტყმა, შესაბამისად გუნდებს მათთან გამკლავება უფრო უმარტივდებათ, ვიდრე ეს წინა სეზონებში იყო. რამ გამოიწვია ეს? ყველაფერი სადღაც გაქრა. კვარაცხელიას თამაში იყო მხოლოდ იმიტაცია მის მიერ წინა წლებში ნაჩვენები პერფორმანსის და შესაბამისად თითოეული დრიბლინგი წამოწყებისთანავე ჩაუშალეს ოპონენტებმა. ცსკასთან შეხვედრაში ქართველმა შემტევმა მხოლოდ ერთხელ გაიხსენა საკუთარი თავი, ისიც მატჩის 58-ე წუთზე, როცა მის ქუსლით გაკეთებულ გადაცემას საგოლე მომენტი მოჰყვა მეტოქის კარში.

რა ბედი ეწევა ქართველ შემტევს? ამის მხოლოდ გამოცნობა თუა შესაძლებელი, ალბათ, ჩაალაგებს ჩემოდნებს და დატოვებს რუსეთს? ამ ყველაფერზე კი იური ივანოვი წერს:

“ის არც პირველი დანაკარგი იქნება რუსეთის პრემიერლიგისთვის, არც უკანასკნელი. არც ისე კარგი საქციელია, რომ გვერდზე გაწიო და არ დაინტერესდე იმ კლუბის ინტერესებით, რომელმაც დიდი როლი ითამაშა შენს კარიერულ წინსვლაში. მუდმივად უნდა გვახსოვდეს ის “წვრილმანი”, რასაც პროფესიონალიზმი ჰქვია.”

 

Share