„პირველ ნომრად ყოფნის თაობაზე ეჭვები გაჩნდა, მწვრთნელმა ყოველ წამს შეიძლება ათამაშოს“ – რას წერს „As“ მამარდაშვილზე და სილესენზე

შენგელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა
ნოემბერი 1, 2021 20:33
რუსული მედია კვარაცხელიას “ცსკასთან” მატჩზე – “იყო იქ ხვიჩა?”
ნოემბერი 2, 2021 09:23

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ „As“-ემ  „ვალენსიაში“ მეკარეთა კონკურენციაზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:

 

„ბორდალასისთვის იასპერ სილესენი ძირითადის მეკარე იყო, თუმცა ეს ყველაფერი მამარდაშვილის მოულოდნელ აფეთქებამდე იყო. მას შემდეგ არავინ არ იცის ასი პროცენტით თუ ვინ იდგება კონკრეტულ შეხვედრაში ვალენსიას კარში, რადგან ორივე მეკარეს ძალიან მაღალ დონეზე დგას. ამჟამად იასპერი გუნდის ნომერ პირველი მეკარეა, თუმცა მწვრთნელს ყოველ წამს შეუძლია ძირითად გუნდში თამაშის საშუალება ახალგაზრდა ქართველსაც მისცეს.

ამ დროისთვის ორივე მეკარეს ექვს-ექვს ტურში აქვთ მონაწილეობა მიღებული. სილესენმა ათი გოლი გაუშვა და მოედანი გაშვებული გოლის გარეშე ორჯერ დატოვა, მამარდაშვილმა კი შვიდი ბურთი გაუშვა და კარი მშრალად ასევე ორჯერ დატოვა, მართალია ნიდერლანდელის გაშვებული გოლების რაოდენობა შეგვიძლია გუნდის კრიზისს დავაბრალოთ, თუმცა „ბეტისთან“ გაშვებულმა 4 გოლმა მის პირველ ნომრად ყოფნის თაობაზე პირველი ეჭვებიც დაბადა.

მაგრამ ეს ეჭვები, როგორც ჩანს, უნაი ემერის გუნდის მისი კარგი თამაშის შემდეგ გაქრა, ასე რომ სავარაუდოდ ატლეტიკოს წინააღმდეგ კარს კვლავ სილესენი დაიცავს. მამარდაშვილს კი კვლავ ლოდინი მოუწევს, რაც მთავარია მან იცის, რომ ბორდალასი მას ენდობა.“

 

შეგახსენებთ, რომ იორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ შემდეგ შეხვედრას 7 ნოემბერს, საკუთარ კედლებში „მადრიდის ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავს.

„ვალენსია“ 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მეათე ადგილს იკავებს.

Share