ოფიციალურად: წლის ბოლო მატჩიც რეგიონში…

საქართველო კარგად ორგანიზებული გუნდია – შვედეთის ნაკრების მწვრთნელი
ნოემბერი 2, 2021 12:34
▶️ VIDEO ეროვნული ლიგა: 32-ე ტურის TOP 3 გოლი 🔝
ნოემბერი 2, 2021 17:11

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უზბეკეთის ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბოლოს 2017 წლის 10 ნოემბერს კვიპროსის წინააღმდეგ ითამაშა. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით – 1:0 დასრულდა.

მიმდინარე თვის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის ბათუმი არენაზე შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება.

11 ნოემბერი | 21:00
საქართველო – შვედეთი

15 ნოემბერი | 18:00
საქართველო – უზბეკეთი

gff.ge

Share